გოჩა მირცხულავა: ვიდრე მორიგ უტვინო ფრაზას იტყვით, კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ, რას ამბობთ

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა „ქრონიკა პლუსში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციით „აღშფოთებულებსა თუ შეშფოთებულებს“ თავის ფეისბუკგვერდზე პასუხობს.

„ანაკლიის თემაზე დღეს გამოქვეყნებული პუბლიკაციით აღშფოთებულებს თუ შეშფოთებულებს განვუმარტავ: მსოფლიო მითოლოგიის თემის პრიზმაში ანაკლიის განხილვა არ მოგეწონათ კონსორციუმში და მე ვარ ყვითელი ჟურნალისტი? უვიცები ხართ, ვინც ეს ფრაზა ბრძანეთ მანდ და სრულებითაც არ მერიდება ამ სიტყვის გამოყენება. ახლა საქმეზე.
ანალიტიკა – ანალიტიკური აზროვნება, ანუ იგივე კრიტიკული აზროვნება, გახლავთ აზროვნების ფორმა, რომელიც გულისხმობს სამყაროსა თუ კონკრეტული მოვლენის (ფაქტს) შესახებ არსებული ცოდნის არა თუ დაგროვებას, არამედ ობიექტურ მსჯელობას, რომლის საფუძველზეც ჩემს (თქვენს) ხელთ არსებული ინფორმაციის შეფასება ხდება გამოცდილების, ცოდნის, შეხედულებისა და შინაგანი რწმენის გათვალისწინებით. შესაბამისად, ობიექტური და არგუმენტირებული მსჯელობის, შეფასების პროცესში, გააზრების საფუძველზე უმთავრესია – საკითხისადმი რაციონალურ მიდგომა და მისი ფართო პლანით, სპექტრით, წახნაგებით დანახვა. მთავარზე მთავარი კი პირადად ჩემთვის კეთილსინდისიერება და პრობლემისა თუ ფაქტის, მოვლენის სახელმწიფოებრივი გააზრებაა, რომელიც „არ აღიარებს“ ფულის სიძლიერეს, იერარქიას, ძალას, ავტორიტეტს, ასაკს, დამსახურებებს და ა.შ. ისევე, როგორც აბსოლუტურად ფუჭია იმაზე ფიქრი, რომ ჩემი კეთილგანწყობა მოიპოვება დაშინებით, შანტაჟით ან რაიმე სხვა ზემოქმედების საფუძველზე.
ამიტომ ფაქტებზე, ციტატებზე, თარიღებზე, მოვლენებზე დაყრდნობით საკითხის გაანალიზების უფლებას ვერც კონსორციუმის მამები ამიკრძალავენ და ვერც დედები. არ დაგავიწყდეთ, რომ მე და საქართველოს მოქალაქეებს ამ, თქვენთვის პერსპექტივაში მომგებიან, ბიზნესში ინვესტიციები გვაქვს განხორციელებული. გაგახსენოთ? 60 მილიონი ერთი, 100 მილიონი მეორე, და კიდევ განსახორციელებელი რამდენიმემილიონიანი, გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის აუცილებელი ინვესტიცია. ჰო, ეგ ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია, მათ შორის 100 მილიონი ევრო აწაპნილი, ათასობით გაჭირვებაში მყოფი ადამიანისთვის, კონსორციუმისა და კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის მიერ. ამიტომ, ვიდრე რაიმე, მორიგ უტვინო ფრაზას იტყვით, თუნდაც თქვენს დერეფნებში ჩემს წინააღმდეგ, მანამ დაფიქრდით კარგად და გაიაზრეთ, რას ამბობთ. რა ცუდ დღეში გაქვთ ნერვები, განსაკუთრებით ქალებს“. – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები