მდინარაძე ბოკერიას: არ შეიძლება, კოლეგიური ორგანო და ერთი ადამიანი გერეოდეთ ერთმანეთში – ანუ, იტყუებით

“არ შეიძლება, კოლეგიური ორგანო და ერთი ადამიანი გერეოდეთ ერთმანეთში – ანუ, იტყუებით”, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ევროპული საქართველოს” წევრს, გიგა ბოკერიას.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ლიდერები ვერ არჩევდნენ კოლეგიალურ ორგანოს ერთი ადამიანისგან. „გასაგებია, რომ სასამართლოს თემა თავის გაპიარების კარგი საშუალება აღმოჩნდა. მაგრამ, არის რაღაც საკითხები, რომელზეც იურისტებმა სერიოზულად არც კი უნდა იმსჯელონ და ამ საკითხების კატეგორიაში ჯდება, ბატონო გიგა, თქვენი ირონიული გამოხტომების მიუხედავად, თქვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი. და რატომ? მარტივად უნდა ვთქვათ. ერთია მარტივი, რომ კონსტიტუციაში წერია წარმდგენ ორგანოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თქვენ კანონპროექტში წარმდგენად ერთი პირი გიწერიათ, გაურკვეველია რამე? ერთი პირი არ შეიძლება, იყოს კოლეგიური ორგანო და მერე იმისთვის, რომ დააბნიოთ ვინმე, ან პარლამენტარი, ან საზოგადოების რომელიმე წევრი. ჩაწერეთ, რომ თუ საკითხი დადგება, თუ ვინმე პრეტენზიას გამოთქვამს ამაზე, დანარჩენმა, ყველამ ერთხმად, საერთო აბსოლუტური კონსესუსით უნდა დაბლოკოს ეს გადაწყვეტილება რომელიმე მოსამართლის შესახებ. ერთიც რომ დაეთანხმოს, იმ დანარჩენისგან გადის. ანუ, უკიდურეს შემთხვევაში, ერთს პლუს ერთი საბჭოს წევრის თანხმობა სჭირდება. შემდეგ უკვე, პარლამენტში რომ მოვა, აქ სჭირდება სამი მეოთხედი – კვორუმი იზრდება. ამაზე იურისტები არ შეიძლება, მსჯელობდნენ სერიოზულად და ვერც პოლიტიკური ლიდერები, თქვენი სახით, ვერ არჩევდნენ კოლეგიალურ ორგანოს ერთი ადამიანისგან, რომელიც ამ კოლეგიური ორგანოს შემადგენელი ნაწილია. ძალიან გწყინთ ხოლმე, როცა საუბარი მიდის იმაზე, თუ რა სუბიექტური ინტერესები შეიძლება, გქონდეთ. დაწერეთ ეს სუბიექტური ინტერესი, რაც შეიძლება გქონდეთ. თქვენ დაწერეთ კანონპროექტში, რომ, თქვენი თანხმობის მიუხედავად, თანხმობის გარეშე უზენაეს სასამართლოში ვერავინ დაინიშნება. ამისათვის, აწიეთ კვორუმი ზემოთ, რომ თქვენი პირადი ინტერესი გაატაროთ და ისეთი რევოლუციური ჩანაფიქრები გაახორციელოთ, რომელზეც იყო აქ უკვე საუბარი და რომელიც, საბედნიეროდ, წინა მოწვევის პარლამენტმა აღკვეთა. ასეთი რევოლუციური ჩანაფიქრები გაქვთ და ამ რევოლუციური ჩანაფიქრების გასახორციელებლად კადრულობთ იმას, რომ იურისპრუდენციაში არ ჯდება, მაგრამ მაინც გამოგაქვთ და სხვადასხვა პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობთ საზოგადოების მოტყუებას. არ შეიძლება, კოლეგიური ორგანო და ერთი ადამიანი გერეოდეთ ერთმანეთში. ანუ, იტყუებით”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები