ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა

პარლამენტის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა, – ამის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი უძღოდა წინ, რომელიც მმართველმა გუნდმა დააყენა. თუმცა, მმართველმა გუნდმა ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ის მიზეზები დაასახელა, თუ რატომ არ შედგა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კვორუმი. მათიკაშვილის ვერსიით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს კენჭისყრისას, სავარაუდოდ, წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ და ხმა კვაჭანტირაძის გადაყენების წინააღმდეგ მისცეს. „წითელზე იყო დასაჭერი, თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. ცხადია, ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად იქნება რეალიზებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო; თუმცა, კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი, ხოლო მოწინააღმდეგე – 8 იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები