ევროკომისარი: ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია

“ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია, რაც ჩვენს ურთიერთობაში უზარმაზარი წარმატებაა. თუმცა, ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია და სწორედ ამიტომ ვიმყოფები საქართველოში”, – ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირიდან გახორციელებული ინვესტიციები, მომდევნო წლების მანძილზე, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვლავ ვიმყოფები თბილისში. მინდა, ვისაუბრო ჩვენს ღრმა და ინტენსიურ ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს. პრემიერმინისტრთან შეხვედრისას განვიხილე ის პერსპექტივები, რომლებიც შეიძლება, გამოვიყენოთ, რათა ქართველმა მეწარმეებმა უკეთ იცოდნენ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ ევროკავშირის ბაზარმა და უკეთესი წვდომა ჰქონდეთ ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვცდილობდით, ეკონომიკის მინისტრთან ერთად, გამოგვევლინა გზები და საშუალებები იმისა, რომ ქართველ მეწარმეებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეიძლება, საქართველომ უკეთ გამოიყენოს საექსპორტო პოტენციალი და თუ ამ პროცესში რაიმე სირთულეები არსებობს, ისინი მაქსიმალურად ეფექტურად გადავლახოთ. მნიშვნელოვანია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ვულოცავ ამას საქართველოს. ეს განზრახვები უნდა გადაიზარდოს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები, მომდევნო წლების მანძილზე, კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი კონსოლიდაცია შემოვიტანოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატში, რომ ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახდეს და, ამ ყველაფრის შედეგად, შეიქმნას სამუშაო ადგილები”, – აღნიშნა ევროკომისარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები