ბადრი ჯაფარიძე მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შუამავლობას არასერიოზულს უწოდებს

“თი-ბი-სი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, მან გადასცა მამუკა ხაზარაძეს, სავარაუდოდ, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან გაგზავნილი წერილი, არასერიოზულს უწოდებს.
„ჩემ შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრულიად არასერიოზული. გავეცი პასუხი თქვენს კითხვას. რამდენჯერაც დასვამთ შეკითხვას, იმავე პასუხს გავცემ“, – განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
“თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი შუამავლის საშუალებით მიიღო. ხაზარაძემ აღნიშნული წერილის ასლი სასამართლოში წარადგინა, თუმცა, შუამავლის ვინაობა არ გაუსაჯაროებია. გენერალურმა პროკურატურამ კი წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ წერილს არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი გააჩნია, მათ შორის – არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენლის ვინაობა და ხელმოწერა. შესაბამისად, პროკურატურის ცნობით, მისი ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები