მამუკა ბახტაძე: მთავრობის მთავარი საზრუნავი მოსახლეობის დასაქმებაა, პროფესიული განათლება კი მოკლე გზაა ამ გამოწვევის დაძლევისკენ

“ჩვენი მოსახლეობის დასაქმება ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია, პროფესიული განათლება კი არის მოკლე გზა ამ გამოწვევის დაძლევისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მან ევროკომისარს, ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების გახორციელების პროცესში. “მინდა, ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების გახორციელების პროცესში; ასევე – იმ ხელშეწყობისთვის, რომელსაც ევროკავშირი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ იჩენს, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მიმართულებით, მინდა, გამოვყო საფინანსო შეთანხმება „უნარების განვითარების მხარდაჭერაზე”, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, ევროკავშირის მხრიდან, თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას მიიღებს. ჩვენი მოსახლეობის დასაქმება ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია, პროფესიული განათლება კი არის მოკლე გზა ამ გამოწვევის დაძლევისკენ. შესაბამისად, ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ განათლების სექტორში და სადაც პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი აქვს. ჩვენ ყველა რესურსს მივმართავთ იმისკენ, რომ განათლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სექტორი გახდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები