ზვიად კვაჭანტირაძე: ირაკლი კობახიძის მეთაურობით, „ქართულ ოცნებაში“ შეიქმნა და ჩამოყალიბდა ე.წ. უმადურობის სინდრომი

“ირაკლი კობახიძის მეთაურობით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ შეიქმნა და ჩამოყალიბდა ე.წ. უმადურობის სინდრომი – უმადურობისა „ქართული ოცნების“ ძირძველი მებრძოლების მიმართ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
„ცალკეული კოლეგების კომენტარებზე ჩემი აზრის გამოხატვა არ მინდა. ირაკლი კობახიძის მეთაურობით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ შეიქმნა და ჩამოყალიბდა ე.წ. უმადურობის სინდრომი – უმადურობისა „ქართული ოცნების“ ძირძველი მებრძოლების მიმართ, „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ. ეს ჩვენ თავიდანვე ვიგრძენით, როდესაც ეს ადამიანი პარლამენტში მოვიდა და მან მართვის სადავეები ჩაიგდო არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ (როგორც აღმასრულებელმა მდივანმა) ხელში პარტიაშიც ჩაიგდო და მის გარეშე იქ არცერთი გადაწყვეტილება მიიღებოდა – რეგიონებთან მიმართებით; შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიასთან მიმართებითაც“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები