“წითელზე იყო დასაჭერი, თუ მწვანეზე, ეს გახდა პრობლემა”, – მათიკაშვილი კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე

„წითელზე იყო დასაჭერი, თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა და, ამ სიტყვებით, იმ ფაქტის ახსნას შეეცადა, რომლის მიხედვითაც დღეს პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს.
მათიკაშვილის ვერსიით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს კენჭიყრისას, სავარაუდოდ, წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ და ხმა კვაჭანტირაძის გადაყენების წინააღმდეგ მისცეს.
„წითელზე იყო დასაჭერი, თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. ცხადია, ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად იქნება რეალიზებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო; თუმცა, კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი, ხოლო მოწინააღმდეგე – 8 იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები