“არჩევნების დროს, რომელიც ძალიან პრინციპული იყო საქართველოსთვის, ვიბრძოდი და ვიდექი იქ, სადაც რიგითი ქართველი მოქალაქე უნდა მდგარიყო”

პარლამენტის წევრმა, დაჩი ბერაიამ, პარლამენტში გამართული დებატებისას კოლეგებს კორექტულობისაკენ მოუწოდა და დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართა.
„ძალიან ვთხოვ, „ქართული ოცნებიდან” “პორტირებულ“ ადამიანებს, რომ ყოფილი გუნდის წევრებთან კორექტულობა გამოიჩინონ და ეთიკური და მორალური ქმედებების ფარგლებში გააკეთოთ განცხადებები. ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას იმიტომ, რომ თქვენ არ იცით, მე რას ვაკეთებდი“, – განაცხადა ბერაიამ.
დეპუტატმა კოლეგას, გიგა ბუკიას მიმართა, რომ კომენტარი გააკეთოს და გაიხსენოს ის წინასაარჩევნო დღეები, რომლებიც ერთად გაატარეს. „არჩევნების დროს, რომელიც ძალიან პრინციპული იყო საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავლისთვის, ვიბრძოდი და ვიდექი იქ, სადაც რიგითი ქართველი მოქალაქე უნდა მდგარიყო; თუმცა, ამის შემდეგ, მე არანაირი ბენეფიტის მიღების სურვილი და მოტივი მქონია. სწორედ ამიტომ არ გახსოვართ თქვენ, ქალბატონო ეკა. მაგრამ ვახსოვარ ადამიანებს, რომლებსაც თქვენ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ იცნობთ და შეგიძლიათ, მათთან გადაამოწმოთ, რას ვაკეთებდით ჩვენ 2012 წელს – როგორ ვებრძოდით რეჟიმს და როგორი წვლილი შევიტანეთ ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები