ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხარი არ დაუჭირა.
გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო; თუმცა, კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი, ხოლო მოწინააღმდეგე – 8 იყო.
ცნობისათვის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, „ქართული ოცნების“ ოფისში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები