სენაკი ჯემალ აჯიაშვილის საიუბილეო კვირეულს მასპინძლობს
18-დან 22 მარტის ჩათვლით, სენაკი ჯემალ აჯიაშვილის საიუბილეო კვირეულს მასპინძლობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვირეული მწერლის მშობლიურ ქალაქ სენაკში, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება.
ჯემალ აჯიაშვილი იყო ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
ის გარდაიცვალა 2013 წლის 5 იანვარს. დაკრძალულია ისრაელში.