„65 ამბავი ოთარ ჭილაძეზე“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

20 მარტი ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა. დღის ბოლოს, 19:30 საათზე, გამომცემლობა „არტანუჯი“ წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“  ახალი გამოცემის – „65 ამბავი ოთარ ჭილაძეზე“  წარდგენას უმასპინძლებს.
„ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც და ასკეტიც, რომელსაც, ყოველდღიურად, თხუთმეტი საათის მანძილზე შეეძლო, ემუშავა – თვეების განმავლობაში.
ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება“, – აღნიშნულია  გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წიგნი მანანა ჯანელიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა შეადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები