ახალი ზელანდიის ებრაულმა საზოგადოებამ, ისტორიაში პირველად, შაბათს სინაგოგების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

მუსლიმების სოლიდარობის ნიშნად, ახალი ზელანდიის ებრაულმა საზოგადოებამ, ისტორიაში პირველად, შაბათს, სინაგოგების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

„ისტორიაში პირველად, კრაისტჩერჩში, მუსლიმების შოკისმომგვრელი მკვლელობების გამო, ახალ ზელანდიაში შაბათს სინაგოგები დახურული იქნება. ებრაული სააგენტო და ახალი ზელანდიის ებრაული საბჭო, დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ. ჩვენ ერთად ვართ ძლადობრივისიძულვილის და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ებრაული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ისააკ ჰერცოგმა.

მუსლიმების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ახალი ზელანდიის ჰოლოკოსტის ცენტრმა, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის რაბინების საბჭოებმა.

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთს ბრალი უკვე წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები