ირაკლი სესიაშვილი: შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე
„შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი სამოქალაქო აქტივისტის დავით ქაცარავას სოციალურ ქსელში მოწოდებას, რომელიც საზოგადოებას მოუწუდებდა ხურვალეთში ჩასულიყვნენ.
როგორც ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია.
მისივე თქმით, ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს.
„პირველ რიგში თქვენ იცით,რომ გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც არ ადასტურებს, რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, შესაბამისად, რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულია და სიტუაციას აკონტროლებენ.
მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას,რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს. თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო, პირველ რიგში რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოცილაურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ინფორმცაია გაავრცელა, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. იგი მოსახლეობას და მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებდა, რომ ხურვალეთში ჩასულიყვნენ.