5 გარდაცვლილი და 36 დაშავებული – მუმბაიში საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა (ვიდეო)
მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ მუმბაიში, საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი გარდაიცვალა და 36 პირი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია NDTV ავრცელებს.
მაშველებმა ბეტონის ნანგრევებიდან რამდენიმე დაზარალებულის გამოყვანა შეძლეს.
არხის ცნობით, ინციდენტის შედეგად, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ზოგიერთ მათგანს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ამ დროის, ინფორმაციით, ხიდი რკინიგზის სადგურ შატრათის შვაჯის მახლობლად ჩამოინგრა. ეს საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხიდი გასულ წელს ტექნიკურმა სამსახურმა შეამოწმა. აღმოჩენილი იყო მცირე სახის ხარვეზები, რის შემდეგაც მისი შეკეთება გადაწყდა. ცნობილია, რომ დილიდან ხიდის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობას აგრძელებს.