ეკატერინე გალდავა: დამატებით 60-მდე სოფელში წყლის ინფრასტრუქტურის პროექტების დაწყებას ვგეგმავთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის,  ეკატერინე გალდავას განცხადებით, დამატებით 60-ზე მეტ სოფელში ახალი პროექტების დაწყება იგეგმება.

,,კომპანიის მხრიდან წყალმომარაგების 100-მდე პროექტი უკვე არის შესრულებული.  ამ ეტაპზე ვემსახურებით 54 ქალაქსა და 314 სოფელს, თუმცა ამ 314 სოფლის გარდა არსებობს 3500 სოფელი საქართველოში. პირველ რიგში, იმ დიდ სოფლებში, რომელიც არის სოციალურად დატვირთული ან ტურისტული ზონა, სადაც წყლის ქსელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შევდივართ და ვითარებას ვსწავლობთ, რომ პრობლემები მოვაგვაროთ.  გარდა ამისა, დიდ ქალაქებში, სადაც გვაქვს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ვცდილობთ, რომ ირგვლივ მდებარე სოფლებიც გარკვეულ სათავე ნაგებობებს დავუკავშიროთ.  ვგეგმავთ სამუშაობის დაწყებას დაბა სურამში, ხარაგაულში, აბასთუმანში, ანასეულში და იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგების კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა’,’-განაცხადა ეკატერინე გალდავამ გადაცემა  ,,საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში.

კომპანიის დირექტორმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლო პროექტების ძირითადი ნაწილი სოფლების წყალმომარაგებას ითავლისწინებს.

,,დღეის მდგომარეობით   23 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა,  60-ზე მეტი სამომავლო პროექტი, რომელიც 2019-2020 წლებშია დაგეგმილი, ძირითადად,  სოფლების წყალმომარაგებას ითვალისწინებს. ახლა დავიწყეთ   მარნეულის წყალმომარაგების პროექტი, ასევე დავიწყებთ მარნეულისა და მესტიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა და ბაკურიანი-მიტარბის საპროექტო სამუშაოების შესწავლას,“- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები