ოკუპირებულ აფხაზეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ე.წ. შსს-ს სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსი, დემეი ავიძბა ავრცელებს.

ავიძბამ აღნიშნა, რომ გზატკეცილზე, მდინარე ააფსტას ხიდზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

“Mercedes-Benz-ი ფსოუდან სოხუმის მიმართულებით მიდიოდა და Opel Frontera-ს შეეჯახა. Mercedes-Benz-იდან ორი ადამიანი დაიღუპა – ახალგაზრდა ბიჭი და მისი ბიძა“, – განაცხადა ავიძბამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები