ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში: საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

ბრიუსელის სამიტზე, ნატოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია.
“საქართველო ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის და მოკავშირეებს არაერთხელ დაუდასტურებიათ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად. საქართველო, ასევე არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში.
საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაბამისად, საქართველოს ნატოში გაწვრვიანებისთვის მომზადებას ემსახურება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC); თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა; ლოგისტკურ შესაძლებლობა; სპეციალური ოპერაციების ძალბი; დაზვერვა; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაცია; კიბერ თავდაცვა; შესყიდვები; ავიაცია; საჰაერო თავდაცვა; საზღვაო უსაფრთხოების განვითარება; სამხედრო პოლიცია; სტრატეგიული კომუნიკაციები; კონტრ-მობილობა და კრიზისის მენეჯმენტი.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარდაჭერილია, დაახლოებით, 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექსპერტების მიერ ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან. მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე, ახორციელებენ წვრთნების დაფინანსებას, საქართველოს საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის და მსუბუქი შეიარაღების მიმართულებით. ექვსი ინიციატივის ამოცანები 2019 წელს შესრულდება. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში.

სხვა ინიციატივები, როგორებიცაა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, რა ხანია, რაც არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ სამხედრო და სამოქალაქო პირებს.

2018 წელს, მოკავშირეებმა საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს, რომელიც კონტრმობილობის, წვრთნებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციის სფეროებს მოიცავს”, – აღნიშნულია ანგარიშში.

https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/pdf_publications/20190314_sgar18-en.pdf?fbclid=IwAR1Qm7SYcetyn4y2BFfzLz3205kJKRUZ7UcesOsgHAi9RQtF-Qzzn_EHNHk

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები