“ჩემს სამუშაო ოთახში დღეიდან ცისარტყელა გაჩნდა” – ივანე გოლოშვილის შვილმა ნინო გიორგობიანს საკუთარი ნახატი აჩუქა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციური პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ სასიამოვნოდ გაახარა გარდაცვლილი ქართველი სპეცრაზმელის ივანე გოლოშვილის მცირეწლოვანმა შვილმა მარიამმა საჩუქრით.
“ჩემს სამუშაო ოთახში დღეიდან ცისარტყელა გაჩნდა. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი მიმიღია. ფერადი ნახატი ერთ ფერად გოგონას ეკუთვნის – ჩვენი დაღუპული გმირის, ივანე გოლოშვილის შვილს, პატარა მარიამს. ყოველთვის, როცა სტუმრად მოდის, უამრავი ფერით მევსება გულიც და ოთახიც…
და, ყოველთვის, როცა ჩემი სტუმარია, მახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სამსახურში მუშაობს.
ჩვენი დროის გმირები კი, სულ უნდა გვახსოვდეს”, -წერს ნინო გიორგობიანი და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ქართველი სპეცრაზმელი ივანე გოლოშვილი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები