სტოლტენბერგი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასა და კვარაცხელიას გარდაცვალებაზე: ვხედავთ აგრესიულ ქმედებებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ

გამუდმებით სწევენ საოკუპაციო ხაზს, ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში “კურიერის” ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტმა ნატოს გენმდივანს ჰკითხა, თუ როგორ აფასებს ნატო-რუსეთის აგრესიულ საოკუპაციო პოლიტიკას საქართველოში და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს.
„ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ინტეგრაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებით. გარდა ამისა, გამუდმებით სწევენ საოკუპაციო ხაზს, ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასე რომ, ეს არის მაგალითი, რატომაც უჭერს ნატო საქართველოს მხარს,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები