ირაკლი სესიაშვილი: სიცრუეა ბერძენიშვილის განცხადება, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაჭერას აპირებდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სიცრუეს უწოდებს დავით ბერძენიშვილის განცხადებას, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაჭერას აპირებდა.
მისი თქმით, იმ დროს უმრავლესობის სხდომას სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.
“დავით ბერძენიშვილის განცხადება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი აპირებდა ირაკლი ალასანიას დაჭერას და ეს თქვა უმრავლესობის სხდომაზე – არის სრული სიცრუე. გარკვეულ პოლიტიკოსებს სჩვევიათ, როდესაც პოლიტიკიდან მიდიან, უკან დაბრუნებისთვის რაღაც სკანდალური განცხადებები სჭირდებათ. ბიძინა ივანიშვილს არათუ არ უთქვამს, არც კი განუხილავს ეს საქმე. თუ უმრავლესობის სხდომაზეა საუბარი, იქ ბერძენიშვილის გარდა სხვა ის ადამიანებიც იყვენენ, ვინც დღეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში არიან და თუკი მათ სინდისი და სიმართლის თქმის განცდა აქვთ – მათაც შეგიძლიათ ჰკითხოთ და დაგიდასტურებენ, რომ მსგავსი რამ არასდროს ყოფილა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ​
ცნობისათვის, დავით ბერძენიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დასაჭერად ემზადებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები