აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშში წინა წლების გახმაურებული საქმეებიც მოხვდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია 2006 წელს სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობასა და 2005 წელს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის გატაცებაში დამნაშავედ სცნო”, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც საუბარია საქართველოში მართლმსაჯულებაზე.
„30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალია 2006 წელს სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობასა და 2005 წელს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის გატაცებაში დამნაშავედ სცნო.
ძალაუფლების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ადამიანის ღირსების შელახვისათვის სასამართლომ ახალაიას დაუსწრებლად შვიდი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
17 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის გამოძიებას ხელახლა იწყებდა.
ამას წინ უსწრებდა 2007 წლის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება იმის დასტურად, რომ მისი მკვლელობა თითქოს წინასწარ იყო დაგეგმილი.
მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა მთავრობის ყოფილ ოფიციალურ პირებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს, რომლებიც აუდიოჩანაწერში პატარკაციშვილის მოკვლის ისეთ ხერხებს განიხილავდნენ, რომ მისი სიკვდილის მიზეზი გარეშე თვალისათვის ბუნებრივი ყოფილიყო.
17 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობა “ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მითითებით” დაიგეგმა, ვინაიდან “პატარკაციშვილი მთავრობის პოლიტიკური მოწინააღმდეგე და მთავარი მტერი იყო”, მაგრამ ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, მთავარი პროკურატურის მიერ ჩანაწერების გამოქვეყნებას საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.
ნოემბრის თვეში გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
თუმცა იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისათვის სპეციალური სამედიცინო დაწესებულება აქვს.
დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისის საქალაქო სასამართლო ჯერ კიდევ განიხილავდა რამდენიმე ყოფილი ოფიციალური პირის საქმეებს. მათ ბრალი ედებოდათ წამებასა და სხვა დანაშაულში, რომლებიც მათ თითქოს წინა მთავრობის მმართველობის დროს ჩაიდინეს.
ბრალდებულებს შორის იყვნენ გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე გიორგი კალანდაძე, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი უდესიანი და გლდანის N8 ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (იხ. ნაწილი 1.დ).
27 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ახალაიას მიმართ 2016 წელს გამოტანილი განაჩენი ნავთლუღის 2006 წლის სპეციალური ოპერაციის დროს წინასწარ შეთანხმებით მკვლელობისა და ძალაუფლების გადამეტების თაობაზე, რასაც სამი შეუიარაღებელი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ წამებისა და სექსუალური ძალადობის ორგანიზებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სცნო დამნაშავედ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები