ანა ბაგრატიონის ადვოკატი: თუ მუხრანელი სამეფო ოჯახის მმართველის წოდებაზე უარს იტყვის, ბაგრატიონ-გრუზინსკები მზად არიან, სასამართლო დავა შეწყვიტონ

ანა ბაგრატიონის ადვოკატი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესების დამცველს პასუხობს:
„თუ მუხრანელი სამეფო ოჯახის მმართველის წოდებაზე უარს იტყვის, ბაგრატიონ-გრუზინსკები მზად არიან, სასამართლო დავა შეწყვიტონ. დნმ-ტესტით გვარის ნამდვილობა ვერ დადასტურდება და ამისთვის სვეტიცხოვლიდან გრუზინსკების ექსჰუმაციის საკითხს არ განიხილავენ”, – აცხადებს ანა ბაგრატიონის ადვოკატი, ლევან გორელაშვილი.ცნობისა
თვის, დღეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესების დამცველმა ლევან ჩხეიძემ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
ადვოკატის განცხადებით, გრუზინსკები რეალურად სიხარულიძეები არიან.
ლევან ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებს უპერსპექტივო, უშინაარსო, უაზრო და ორივე მხარისთვის დამაზიანებელი დავის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ სამეფო ოჯახის მორიგი სასამართლო პროცესი 11 აპრილს გაიმართება.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დავით ბაგრატიონის ადვოკატი. აღნიშნულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს.
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები