რევაზ სოხაძე: დრო, როდესაც თბილისის და მისი ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ერთი ადამიანის შეხედულებებით ხორციელდებოდა წარსულს ჩაბარდა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დრო როდესაც თბილისის და მისი ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ერთი ადამიანის შეხედულებებით ხორციელდებოდა წარსულს ჩაბარდა და დღეს დედაქალაქის მერია მხოლოდ პროფესიონალთა აზრს ითვალისწინებს.
„იყო დრო, როცა თბილისში, ძველ, ისტორიულ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი ადამიანის სურვილებით ხორციელდებოდა და მინდა გითხრათ, რომ პროცესი მართლაც ფასადური იყო. დღეს, კი რეაბილიტაცია-რესტავრაცია საქართველოში, ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სფეროში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანების უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში ძველ თბილისში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 100 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა.
„თაბუკაშვილის და კოლმეურნეობის მოედნებზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ რა მოცულობის სამუშაოებია შესრულებული. ამ პროცესში დედაქალაქის მთავრობის მთავარი ამოცანა შენობებისთვის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაა”,- აღნიშნა სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები