“არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება გაუუქმდებათ”

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტს ახალი ინიციატივა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, მღვდელმსახურების სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობის ნორმა უქმდება.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით, კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.
“გაუქმდება ნორმა, რომლითაც პირები, რომლებიც არიან მღვდელმსახურები სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისათვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად“, – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
​ცნობისთვის, სესიაშვილმა სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით ორი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები