სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს საფრანგეთიც აფრთხილებს

   საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამოქალაქეებს სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებით აფრთხილებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება ოფიციალურად არარეკომენდებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, რუბრიკაში „რჩევები“, სადაც რუსეთსა და საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის აქამდე არსებულ გაფრთხილებას სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით სპეციალური პუნქტი დაემატა. მასში ნათქვამია, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება ოფიციალურად არარეკომენდებულია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პიროვნება, რომელიც ამ რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან გადაკვეთს საზღვარს, საქართველოს კანონმდებლობას არღვევს და სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები