სერგი კაპანაძე: თუ დადგინდება, რომ კვარაცხელია მოკლულია, ან ნაწამები, როგორც ქვეყანას, უმკაცრესი რეაგირება უნდა გვქონდეს

თუ დადგინდება, რომ კვარაცხელია მოკლულია, ან ნაწამები, მაშინ როგორც ქვეყანას, უმკაცრესი რეაგირება უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორების ჩაყენება.
„უნდა დადგინდეს, ხომ არ იყო მის მიმართ სხვადასხვა არაადამიანური მოპყრობის მექანიზმები გამოყენებული. შეფასება ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს. თუ დადგინდება, რომ კვარაცხელია მოკლულია, ან ნაწამები, მაშინ როგორც ქვეყანას, უმკაცრესი რეაგირება უნდა გვქონდეს. აუცილებელია მოხდეს იმ ადამიანების დადგენა, ვინც პასუხისმგებელია და ეს ადამიანები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ უნდა შევიყვანოთ. მნიშვნელოვანია, საქმის კურსში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩავაყენოთ. მას შემდეგ, რაც კვარაცხელიას ცხედარი იქნება გადმოსვენებული, ნათელი მოეფინება, რეალურად რა მოხდა“, – დასძინა კაპანაძემ.
გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის “ცხელ ხაზზე” შესული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაპატიმრებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები