მაიკ პომპეო: არ გვსურს, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები დამოკიდებულები იყვნენ რუსულ გაზზე

0

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჰიუსტონში ენერგეტიკულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მათ არ სურთ ევროპელი მოკავშირეები რუსულ გაზზე იყვენენ დამოკიდებულნი. ის მზადყოფნას გამოთქვამს, მეგობარ ქვეყნებს ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიცირებაში დაეხმაროს.
„არ გვსურს, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები დამოკიდებულები იყვნენ რუსულ გაზზე პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის” გამო. ჩვენ თავად არ გვსურს ვიყოთ დამოკიდებულები ვენესუელადან ნავთობის იმპორტზე. ზოგიერთი ქვეყანა თავის ენერგორესურსებს მავნებლური მიზნებისთვის იყენებს და არა კეთილდღეობის განვითარებისთვის, როგორც ამას ჩვენ დასავლეთში ვაკეთებთ. ჩვენ ვახორციელებთ არა მხოლოდ ამერიკული ენერგორესურსების ექსპორტს, არამედ გადავცემთ მეგობრებსა და პარტნიორებს ჩვენი ღირებულებების სისტემას.
რაც უფრო მეტად განვახორციელებთ თავისუფალი მეწარმეობის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის ექსპორტს, მით უფრო წარმატებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და მით უფრო უსაფრთხოდ იქნება ამერიკელი ხალხი“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

კომენტარები

კომენტარი