კახა კალაძე: „გაზპრომთან“ ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ატარებს

ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ატარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დასრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, რთული მოლაპარაკებების მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა.

„როდესაც ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი, ჩემ დროსაც ძალიან რთული მოლაპარაკებები იყო, თუმცა ყოველთვის ვიღებდით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სტაბილურობისთვის, განვითარებისთვის და წინსვლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები