თეა წულუკიანი: ჩვენ ვაგრძელებთ ერთიან გუნდში, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას

იუსტიციის მინისტრი თანამდებობაზე რჩება და მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
როგორც მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, საკითხი, რომლის გამოც, შესაძლოა, მას თანამდებობა დაეტოვებინა, ამოწურულია და პოზიციების გაცვლა დასრულებულია.
„მაქვს ვალდებულება, დისკუსიების შეჯერების შესახებ მოგახსენოთ, როგორც უკვე იცით, არსებობდა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დასრულებულია. თემა ამოწურულია, დისკუსები – შეჯერებული, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიან გუნდში, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები