შსს: ინფორმაცია, რომ ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ფონიჭალაში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც დედა 2 შვილთან ერთად ცხოვრობს.
ცნობისათვის, რამდენიმე წუთის წინ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფონიჭალაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, საქმე ნარკოტიკის რეალიზებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები