სოფო კილაძე მატიას ბარტკეს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბუნდესტაგის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრს, დოქტორ მატიას ბარტკეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, დასაქმების აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გერმანული გამოცდილება და ამ კუთხით გერმანიის საკანონმდებლო სიახლეები.
სოფო კილაძემ გერმანელ კოლეგას დასაქმების საპილოტე პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ნაძალადევის რაიონში, მის სამაჟორიტარო ოლქში გერმანული ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მომზადდება დასაქმების სახელმწიფო მექანიზმის საპილოტე ვერსია, რომლის საფუძველზე ნაძალადევის ოლქში გადამზადდებიან და დასაქმდებიან სამუშაოს მაძიებლები. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის მთელ საქართველოზე გავრცელდება.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით გერმანიის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. მხარეები ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები