ირაკლი კობახიძე “თიბისის” საქმეზე: სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ, ამისკენ ყველას მოვუწოდებ

სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ. ამისკენ ყველას მოვუწოდებ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი გამოძიებული იქნება, მათ შორის, ძირითადი საქმე, რომელზეც საუბარია.
„ყველაფერი გამოძიებული იქნება, მათ შორის, ძირითადი საქმე, რომელზეც საუბარია. ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, ყველაფერი გამოძიებული იქნება. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავიტანოთ. ამის უამრავი მცდელობაა. მათ შორის, იმ სახით, რომ მაგალითად, ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირება მოახდინა. მაშინ, როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებით ახლა დაიწყო გამოძიება. ეს პოლიტიკური სპეკულაციებია. სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ. ამისკენ ყველას მოვუწოდებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები