“თუ რა საკითხებზე უჭირთ “ოცნების” დეპუტატებს, ჩანს იქ, თუ სად “ემთხვევა” მათი პოზიციები ინაშვილ-პატრიოტთა ალიანსის პოზიციას”

პარტია „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო წევრი სერგი კაპანაძე ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სარკაზმულ სტატუსს აქვეყნებს:
„ყველაზე კარგი ტესტი იმის დასადგენად, თუ რა საკითხებზე უჭირთ ყველაზე მეტად ოცნების დეპუტატებს, არის იმის შემოწმება, თუ სად “ემთხვევა” მათი პოზიციები ინაშვილის და პატრიოტთა ალიანსის პოზიციას.
აი, ახლაც, ინაშვილმა, კატეგორიულად მიუღებელია “თი-ბი-სის” საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაო. პარლამენტის საქმე არ არის ეგო. პროკურატურას ვენდოთო. ყველაზე მაგარი “ოპოზიციაა”, ივანიშვილს რომ უნდა, ისეთი…“ – წერს სერგი კაპანაძე.
ცნობისათვის, დღეს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო წევრმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ იგი „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.
მისი თქმით, ნებისმიერ თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ უნდა იქმნებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები