გარემოს დაცვის სამინისტროს შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია(ფოტოკოლაჟი)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, სამინისტროს შენობის აივანზე ხის მასალა და პლასტმასი დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 60 კვ/მ.
შემთხვევის ადგილზე, ცეცხლს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძვის.
შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.
სამინისტროს თანამშრომლებმა ხანძრის გამო შენობა დროებით დატოვეს.
“არავინ დავშავებულვართ, ყველა გარეთ ვართ, მშვიდობიანად” – ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი თამარ მეფარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები