ეკა ბესელია: 2020 წლის არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს, ეს ჩემი პროგნოზია

„2020 წლის არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს, ეს ჩემი პროგნოზია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თუმცა, ეკა ბესელიამ არ დააკონკრეტა, მას რომელი „ახალი ძალა“ ჰყავს მხედველობაში.
„ნუ ვიჩქარებთ. ყველაფერს თავისი განვითარების კანონზომიერება და ეტაპი აქვს. ამ ეტაპებს მივყვებით, ყველა ეტაპზე იმას გაგაცნობთ, რასაც ვფიქრობ. 2020 წლის არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს. დღეს არ ვისაუბრებ, რა იქნება. ეს ჩემი პროგნოზია. დეტალებზე პრინციპულად არ ვილაპარაკებ. ძალა შემწევს, ის ვითარება შევცვალო, რაც სასამართლო სისტემაშია, როგორც შევცვალე ვითარება 2018 წლის დეკემბერში, როცა მავანთ ეგონათ, რომ ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ და პარლამენტში ყველა ფეხზე დადგებოდა. სია უკან გავიწვიეთ, რაც არც კობახიძის და არც მისი გუნდის დამსახურება არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები