გოჩა მირცხულავა: მელიას ზუგდიდში “გამწესების” სურვილი შუბლით კარების გაღებაა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2019 წლის 19 მაისს, შუალედურ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი – ნიკა მელია იბრძოლებს, ჟურნალისტი, “საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის” დირექტორი – გოჩა მირცხულავა ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ნამდვილად გულწრფელი რჩევა ოპოზიციას: კარები შუბლით კი არ უნდა გააღოთ, სახელური უნდა ჩამოსწიოთ. მელიას ზუგდიდში “გამწესების” სურვილი შუბლით კარების გაღებაა. დიდად არ განვავრცობ ამ საკითხს, მაგრამ ეს არა მხოლოდ მელიასთვის არის დამაზიანებელი, როგორც დამარცხების, ასევე, გამარჯვების შემთხვევაში, არამედ მთლიანად ოპოზიციისთვის. ნუ გგონიათ ეს პროცესი წალენჯიხიდან წამოსული ავტობუსი. 2019 წელია გარეთ და პოლიტიკური ანალოგები სულაც არ ნიშნავს ამოცანის გადაწყვეტის იდენტური ხერხით შესაძლებლობას. თბილისი, მთაწმინდა მოიგეთ. რეიტინგებს რაც შეეხება, აბა, მითხარით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თქვენი გაზომილი რეიტინგებით, სად გქონდათ უარყოფითი ბალანსი? არსად! შედეგი? ყველაფერს გაყალბებასაც ნუ დააბრალებთ. მოკლედ, არ ვაპირებ ბევრი არგუმენტი დავწერო, მაგრამ ნიკაც დაასვენეთ და სამეგრელოც ცოტა ხანი. გადამწყვეტი ბრძოლა არის 2020-ში და ნუ გამოფიტავთ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ზუგდიდს და რეგიონს. უფრო დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, იცით, რომ არ დაგზარდებით არასოდეს აზრების გაზიარებაში. ამასაც ტყულად რომ არ ვწერ, ეგეც იცით”, – წერს გოჩა მირცხულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები