მაია ფანჯიკიძე აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დღეიდან 30 მაისამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გაეროში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავს. შეხვედრებზე საქართველოსა და გაეროს წევრ ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობის აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილება. მაია ფანჯიკიძე გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენელებს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე და ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე 68-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. მაია ფანჯიკიძე აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელს გაეროსთან სამანდა პაუერს შეხვდება.
ვაშინგტონში ვიზიტისას საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე გამართავს სამუშაო შეხვედრებს. დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსთან და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან. ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ მიღებას დაესწრება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები