ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთს ეწვევა
პრემიერ-მინისტრის რეგიონული ტურნე გრძელდება. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთს ეწვევა. როგორც “კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ბევრეთის მოსახლეობას შეხვდება, სოფელ ბულაჩაურის სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობას დაათვალიერებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრება. იგეგმება თიანეთის სოფელ ზარიძეებში სტუმრობა. პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება საგურამოს ტურისტული კომპლექსის პრეზენტაციას.