სამუშია ღარიბაშვილზე: მეგონა გადაცმულ ირაკლი კობახიძეს ვუსმენდი

მეგონა გადაცმულ ირაკლი კობახიძეს ვუსმენდი, ღარიბაშვილი ერთი ერთში იმეორებდა კობახიძის საუბარს, – ასე ეხმაურება „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნი ლევან სამუშია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
სამუშია ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას  მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  გამოეხმაურა.
„ღარიბაშვილის დაბრუნებას შევადარებდი რას- დაძველებულ მანქანას რომ გადაღებავენ და შემდეგ ახლად წარმოგვიდგენენ. განახლების რესურსი არ აქვს „ქართულ ოცნებას“ და ცდილობენ წარსულიდან ადამიანების მოყვანას, შემდეგ მათ შეფუთვას.
რაც შეეხება ღარიბაშვილის მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს, მეგონა გადაცმულ ირაკლი კობახიძეს ვუსმენდი ერთი ერთში იმეორებდა კობახიძის საუბარს. ეს არ არის კობახიძის აზრი, ეს არის ბატონი ივანიშვილის აზრი, რომელსაც ხან კობახიძე გაიმეორებს, ხან ღარიბაშვილი. ეს არის „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში, იმეორებენ რომ, მურუსიძე იყო ცუდი და გახდა კარგი.
სასაცილო იყო ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა, „ოცნების“ ეს პიარსვლა ღარიბაშვილთან მიმართებაში. „ოცნება“ მიექანება უფსკრულისკენ , მათ არ აქვთ განახლების შანსი. ღარიბაშვილს აგრესიული რიტორიკა ჰქონდა. მაგის აგრესიის ვის უნდა ეშინოდეს, ცოტა სასაცილოა“- განაცხადა სამუშიამ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი გახდა. ღარიბაშვილმა ამ რანგში პირველი ვრცელი, ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემა “რეაქციას“ მისცა. ერთერთი საკითხი , რაზეც ისაუბრა, იყო მოსამართლეების თემა.
„თუ რომელიმე მოსამართლეზე იქნება კითხვები, ჩემი პოზიციაა ასეთი – კეთილი უნდა ინებოს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს, საზოგადოებას აუხსნან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ეს არის ორკესტრირებული, დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ, მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოების მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა იკვეთება ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები