სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოს უყურებენ, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას ქვეყნის ევროპულ მომავალზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოს უყურებენ, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს.
„ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო და მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაგიზიაროთ, რამეთუ ეს ჩვენი ერთობლივი, ჩვენი ერის მიღწევაა. ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, გავიარეთ გზა, რომელიც 15 წლის წინ წარმოუდგენელიც იყო. ეს გზა მოიცავს სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთის პარტნიორობას, ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას. ასეთივე ძნელი წარმოსადგენია, ჩვენი ხვალინდელი ადგილი ევროპისა და მსოფლიო რუკაზე, მაგრამ არჩეულ გზაზე ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი კოზირი სწორედ საქართველოა – მისი რეალური სახის, მისი პოტენციალის, კულტურისა და იდენტობის წარმოჩენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები