პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, “ნაცმოძრაობის” მსგავსად, “ევროპული საქართველოც” ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად, “ევროპული საქართველოც” ბოიკოტს უცხადებს.
შესაბამისი განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სხდომის დაწყებამდე გააკეთა და თანაგუნდელებთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვა.
ოპოზიციის გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა უწოდა.
“ჩემი აზრით ეს ნაბიჯი, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები