სალომე სამადაშვილი: დანიშნულ პრეზიდენტს დემოკრატიულმა ოპოზიციამ არ უნდა მოუსმინოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანიშნული პრეზიდენტია და მას დემოკრატიულმა ოპოზიციამ არ უნდა მოუსმინოს.
როგორც მან განმარტა, ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში იმ მიზეზით არ დაესწრება, რომ ეს იყოს გზავნილი თანამეგობრობისთვის, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით.
„გაპროტესტების მიზნით და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველოს დემოკრატიას უზარმაზარი საფრთხე ემუქრება, მათ შორის ამ საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ გამოსვლას დავესწროთ. ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ. სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი, ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები