ანრი ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობა” ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს და არაფერს აკეთებს ქვეყნის სასიკეთოდ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან, თუმცა ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ. ​​
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მისთვის გასაკვირი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ “ნაცმოძრაობის” წევრები დღეს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრებიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში ფიქციის სახით არის წარმოდგენილი, ისინი არაფერს აკეთებენ. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ არ იღებენ მონაწილეობას დღეს. ვისურვებდი, მოსულიყვნენ, დასწრებოდნენ გამოსვლას. მათ შეეძლოთ, მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და ყოფილიყვნენ საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან და არაფერს აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები