ირაკლი ღარიბაშვილი: არცერთი მოსამართლე არ არის ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების“ კუთვნილება

არცერთი მოსამართლე არ არის ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების“ კუთვნილება –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა

,,ნებისმიერი მოსამართლე,  რომლის ჩართულობა იქნება თუ თანამონაწილეობაა მძიმე საქმეში,  თუ ასეთი  დასტურდება და არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ჩემი პოზიცია არის მარტივი, რომ  ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი უნდა იყოს გაცემული. მე არ მინდა გვარებზე ვისაუბრო და არავის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ყველა იმ ადამიანსა და საჯარო მოხელეს, ვინც სწორ და სახელმწიფოებრივ პოზიციას  გაატარებს, უნდა მოვუფრთხილდეთ. არცერთი მოსამართლე არ არის ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების“ კუთვნილება. დღევანდელი პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები