რუსმა ომბუდსმენმა გაეროს კიევისგან ყირიმელების დაცვა სთხოვა

რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკინამ გაეროს უფლებადამცველ მიშელ ბაჩელეტთან შეხვედრისას ამ უკანასკნელს კიევის მოქმედებებისგან ყირიმელების დასაცავად დახმარება სთხოვა​. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСС” ავრცელებს. ომბუდსმენის თქმით, ყირიმის მოსახლეობაზე უკრაინის მთავრობამ “ნადირობა” გამოაცხადა.
“თუკი ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ხვდებიან, მათ აპატიმრებენ და ასამართლებენ”, – განაცხადა ომბუდსმენმა.
მოსკალოვა 16-დან 60 წლამდე ასაკის რუსი მამაკაცების უკრაინაში შესვლის აკრძალვას სრულიად უპრეცენდენტოს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები