Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლომ 9 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა

კომპანია “Nissan”-ის ყოფილი ხელმძღანელი, კარლოს გონა, ტოკიოს სასამართლომ 9 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სავარაუდოდ, გონას სახლში დღეს გაუშვებენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
მის ადვოკატს რამდენემე მცდელობა ჰქონდა და აქამდეც მოუთხოვია დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლება, თუმცა სასამართლო შუამდგომლობას არ აკმაყოფილებდა. რამდენიმე დღის წინ კი ადვოკატს საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა ჰქონდა გონას გათავისუფლების შესახებ.
გონას გირაოთი გათავისუფლების სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის სასამართო საკმაოდ იშვიათად ათავისუფლებს დაკავებულებს გირაოს სანაცვლოდ, თუ ისინი დანაშაულს არ აღიარებენ, ამიტომ გონას პრეცედენტი თავისებურად უნიკალურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები