ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო კარაკასის აეროპორტში ჩავიდა. მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძების გამო, გუაიდოს სამშობლოში დაპატიმრება ემუქრება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ხუან გუაიდოვენესუელაში ეკვადორიდან დაბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ მას ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, გუაიდოლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეში იმყოფებოდა.
„ჩვენ ვართ აქ, ვენესუელაში და წინ გზას გავაგრძელებთ”, – განაცხადა გუაიდომ კარაკასის აეროპორტში თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგ.
ხუან გუაიდოს მხარდამჭერები დღეს ვენესუელის დედაქალაქში დემონსტრაციას მართავენ.
შეგახსენებთ, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ იანვრის ბოლოს ნიკოლას მადუროს რეჟიმი არალეგიტიმურად გამოაცხადა და თავი დროებით პრეზიდენტად დაასახელა.