ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ტყე იწვის
ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის 100-მდე კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში 300-ზე მეტი მეხანძრე და სამხედროა ჩართული.
უნალექო ამინდი და ძლიერი ქარი ცეცხლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.
ხანძარმა ზოგიერთ რაიონში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ასტურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.