დაღუპულია ეკიპაჟის ხუთი წევრი, მათ შორის ორი მედიკოსია – ირანში სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა (ფოტო)

ირანში, ჩახარმეხელის პროვინციაში ქალაქ შახრე კორდიდან 30 კილომეტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაღუპულია ხუთი ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას სააგენტო “IRNA News Agency” ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ტრაგედიის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი წარმომადგენელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები